ქეთევან ციხელაშვილი ხურჩასა და განმუხურში ადგილობრივებს შეხვდა

03/09/2016

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
ქეთევან ციხელაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან და ზუგდიდის გამგებლის მოადგილესთან ერთად განმუხურსა და ხურცაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და უშუალოდ მათგან მოისმინა საჭიროებებზე ინფორმაცია.
სოფელ ხურჩაში ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს საგზაო ინფრასტრუქტურის, საბავშვო ბაღის, გაზის და ახალი ელექტროსადენების პროექტების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს. სოფელი ამჟამად ამბულატორიას და დაწყებით სკოლას საჭიროებს, ქეთევან ციხელაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლება ხურჩელებს პრობლემის მოგვარებას და მის განხილვას “გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებების სპეციალურ კომისიაზე” დაჰპირდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0