ქედის გამგეობის პროგრამის ,,მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების” ფარგლებში, პრევენციული სამუშაოები მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად მიმდინარეობს. ,,ქედის მუნიციპალიტეტში შენობა-ნაგებობებზე განხორციელებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების” ინსპექტირების ჯგუფი და მიმღები კომისია დღეს ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში შესრულბულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. გამგეობის სპეციალურმა კომისიამ სოფელ კუჭულაში რაულ ბოლქვაძის საცხოვრებელ სახლთან მოწყობილი გაბიონი – ბიუჯეტი 5 530 ლარი, ასევე სოფელ კუჭულაში ჯემალ ბოლქვაძის საცხოვრებელი სახლის საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოები – ბიუჯეტი 7695 ლარი და სოფელ მეძიბნაში 4 ოჯახთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის კიდის გამაგრებისთვის მოწყობილი გაბიონი – ბიუჯეტი 9103 ლარი, შესრულებულ სამუშაოდ მიიღო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,ფელიქსი” აწარმოებდა.
,,მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების” პროგრამა ქედის გამგეობის ერთ-ერთ შედეგიან ინიციატივად ითვლება, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში წელს 831 000 ლარია გათვალისწინებული.
ქედაში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს
20/07/2016