ქედას დღეს 250 კაციანი ებრაელთა ტურისტული ჯგუფი სტუმრობდა

25/04/2016

ებრაელთა ტურისტული ჯგუფი აჭარის რეგიონში რამოდენიმე დღეა რაც იმყოფება. 250 კაციანი ჯგუფი დილიდან ქედის მუნიციპალიტეტში ბუნებრივ და კულტურულ ძეგლებს ეცნობოდნენ. მახუნცეთის ჩანჩქერი, თამარის ხიდი, ეთნოგრაფიული და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლების მიერ გამართული კონცერტი და ბოლოს, ქედის ქუჩებში ფეხით გასეირნება და გაზაფხულის პეიზაჟის ფონზე სამახსოვრო ფოტოები – ებრაელები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ჯგუფის წევრებს შორის ყველა ასაკის ტურისტი იმყოფებოდა, ქედას თელავივიდან ოჯახები სტუმრობდნენ.
,,ელესა”-ს და ,,იაგუნდი”-ს მიერ შესრულებულ ძირძველ ქართულ ჰანგებს, სტუმართა მხურვალე ოვაციები და ცრემლებიც მოყვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0