„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა აირჩია

16/01/2021

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა აირჩია. პოლიტსაბჭოს შემადგენლობა გაიზარდა და ის 21 წევრითაა წარმოდგენილი. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კვლავ კახა კალაძე იქნება, პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ კი ვასილ მაღლაფერიძე დაინიშნა.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა ასეთია: ირაკლი კობახიძე; კახა კალაძე; ვასილ მაღლაფერიძე; გიორგი გახარია; არჩილ თალაკვაძე; მაია ცქიტიშვილი; გიორგი ვოლსკი; ირაკლი ღარიბაშვილი; თეა წულუკიანი; მამუკა მდინარაძე; კახაბერ კუჭავა; ვახტანგ გომელაური; ეკატერინე ტიკარაძე; ივანე მაჭავარიანი; მაკა ბოჭორიშვილი; შალვა პაპუაშვილი; მარიამ ქვრივიშვილი; ნიკოლოზ სამხარაძე; სოზარ სუბარი; დიმიტრი სამხარაძე და თორნიკე რიჟვაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0