მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარინა ზურაბიშვილმა და ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარემ ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ რიგით მე-11 ქართული ყველის ფესტივალის შესახებ ისაუბრეს.
გასული წელს, კავკასიური ყველის ფესტივალზე, საუკეთესო რეგიონისა და მასპინძლის სტატუსი მცხეთა-მთიანეთის მხარეს მიენიჭა. ორგანიზატორები არიან პროექტი “ქართული ყველი” და მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაცია.
მასპინძელ რეგიონთან ერთად, მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებიც მიიღებენ.
ქართული ყველის რეგიონალური ფესტივალი 17 ივლისს ქალაქ მცხეთაში გაიმართება
29/06/2016