“ქართული სოკოს”წარმომადგენლების შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში

19/05/2016

მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას, „ქართული სოკოს “ წარმომადგენლებთან, სოკოს წარმოებით დაინტერესებული ფერმერები ესწრებოდნენ. კომპანიის წარმომადგენელმა მსმენელებს პროდუქციის წარმოების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათ საოჯახო მეურნეობის განვითარებაში დახმარება შესთავაზეს.
აგრო საწარმო და ფერმერთა გადამზადების ცენტრი შპს „ქართული სოკო“, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, მხარდაჭერით შეიქმნა. მას სათესლე მასალა ევროპიდან შემოაქვს. კომპანიის წარმომადგენლებმა ფერმერებს, სოკოს მზა ბრიკეტების გარდა, სოკოს კულტივაციის უფასო ტრენინგები შესთავაზეს ისეთ ტექნიკურ საკითხებზე, როგორიცაა: სოკო ბუნებრივ პირობებში და მათი ნაირსახეობა, ბრიკეტიდან მისი მოყვანის ტექნოლოგია და ოჯახურ მეურნეობაში შესაბამისი პირობების შექმნა, პროდუქციის მოკრეფა, შეფუთვა, შენახვა და სხვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0