”ქართული ოცნების” წევრები კახეთში გასვლით შეხვედრას მართავენ

04/11/2016

”ქართული ოცნების” წევრები კახეთში, სასტუმრო ”კაჭრეთის ამბასადორში” გასვლით შეხვედრას მართავენ. შეხვედრას ”ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე ხელმძღვანელობს. როგორც გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი იქნება „უახლოესი დღის წესრიგის საკითხებზე მას შემდეგ, რაც პარლამენტი შეიკრიბება“.

”ეს არის სხვადასხვა კანონპროექტი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მოგროვდა გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტი პლენარულ სხდომაზე არ შეკრებილა უკვე რამოდენიმე თვეა. პირველ რიგში, იქნება საუბარი ბიუჯეტის კანონის პროექტზე, ასევე სხვა კანონპროექტებზე”, -განაცხადა კახიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0