”ქართული ოცნების” წაგებას ვერავინ შეაჩერებს

28/04/2016

არ არსებობს დღეს საკანონმდებლო სისტემა, რომლითაც ”ქართული ოცნება” არჩევნებს მოიგებს, – განაცხადა დეპუტატმა სერგო რატიანმა პარლამენტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვისას. მისი თქმით, ეს კანონპროექტი იმას კი არ ეხება, ვინ შეიძლება მოიგოს ან ვინ შეიძლება წააგოს, არამედ ეხება პოლიტიკურ გარემოს, რომელშიც უნდა ჩატარდეს არჩევნები.

”როგორც აგდებულ ქვას ვერავინ გააჩერებს და ის დაეცემა ძირს, ისე ”ქართული ოცნების” წაგებას ვერავინ შეაჩერებს. საქმე ეხება სხვა რამეს, როგორ დაეცემა და როგორ წააგებს ”ქართული ოცნება”. აქ ლაპარაკი იმაზე კი არ არის, ჩვენ როგორ მოვიგებთ. ეს კანონი იმიტომ კი არ იქმნება, რომ ვიღაცას უნდა კომფორტულად მოიგოს, არამედ საქმე ისაა თუ როგორი გარემო იქნება, რა ფასად მოიგებს ერთი პოლიტიკური ძალა და რა ფასი ექნება მეორე პოლიტიკური ძალის წაგებას. საუბარია იმაზე, გარემო იყოს სამართლიანი და იყოს მშვიდი, რომ თქვენ შეძლოთ ნორმალურად, მშვიდ პირობებში გადააბაროთ მოგებულ პოლიტკურ ძალას ხელისუფლება”, – განაცხადა რატიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0