”ქართული ოცნების” ყრილობას ყოფილი პრემიერები – ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებიან

14/05/2016

პარტია ”ქართული ოცნების” ყრილობას ყოფილი პრემიერ-მინისტრები – ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებიან.
როგორც prof-news-ის კორესპონდენტი სპორტის სასახლიდან იუწყება, ივანიშვილსა და ღარიბაშვილს პარტიის დელეგატები ტაშით და ფეხზე ადგომით შეხვდნენ.
ამ წუთებში თბილისის სპორტის სასახელში პოლიტიკური პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რიგით IV ყრილობა მიმდინარეობს.
ყრილობაზე პარტიის წევრები ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. ამ პოსტზე წარდგენილია პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
ყრილობა ასევე პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობას აირჩევს და ახალ წესდებას დაამტკიცებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0