“ქართული ოცნების” ოფისში, პარტიის პოლიტსაბჭო იმართება. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს პარტიის ლიდერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უძღვება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, დღეს პოლიტსაბჭოზე განიხილება მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარების საკითხი, რომელთა წარდგენაც ხვალ უნდა მოხდეს. პოლიტსაბჭო 21:30 საათზე დაიწყო.
ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარების საკითხი განიხილება
28/07/2016