კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში ფრაქცია „მრეწველების“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე მივიდა. ჟურნალისტების კითხვაზე, რა საკითხთან დაკავშირებით მივიდა ”ოცნების” ოფისში, ტყემალაძემ აღნიშნა, რომ „სხვა საქმე აქვს“.
კითხვაზე, ელოდებიან თუ არა ”ქართული ოცნების” ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს, ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, რომ ”არავის ელოდება”.
არსებული ინფორმაციით, ”ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში შესაძლოა პრემიერი კვირიკაშვილი და პრეზიდენტი მარგველაშვილი მივიდნენ.