“ქართული ოცნება” მომავალ პარლამენტში უმრავლესობით შევა

15/06/2016

ზვიად კვაჭანტირაძის შეფასებით, “ქართული ოცნებისათვის“ უკეთესი და უფრო კარგი იქნება, თუ ის მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას შეძლებს. როგორც კვაჭანტირაძემ განაცხადა, ყველგან, სადაც ჭრელი კოალიციური მთავრობაა, მთავრობა არის ძალიან სუსტი, მოკლევადიანი, ხშირად გადადგომის და ნდობის ვოტუმის მომლოდინე, რაც ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის.

“აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ “ქართული ოცნება” მომავალ პარლამენტში უმრავლესობით შევა. ამას ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად ვამბობ. საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა გამორიცხულია და ამაზე ნუ ვიოცნებებთ – არც არის დემოკრატიული, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთ პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნება” უმრავლესობას ადვილად შეკრებს პარლამენტში და უკეთესი და უფრო კარგი იქნება, თუ ის მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას შეძლებს”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0