გაერო-ს გენერალური დირექტორი მიხაელ მიოლერი, ორგანიზაციის 70 წლისთავთან დაკავშირებით, გაერო-ს ეზოში ქართული ქვევრის განთავსების ცერემონიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა. საკუთარ გამოსვლაში მიხაილ მიოლერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს საჩუქრისთვის, რომელიც არაჩვეულებრივი შენაძენია ჟენევის ყველაზე დიდი და ყველაზე პრესტიჟული არიანას პარკისთვის.
„ქართული მეღვინეობის მნიშვნელობის აღიარებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ქვევრის ღვინის ტრადიციული დაყენების მეთოდს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ღვინის დაყენება ყოველთვის იყო ხელოვნება და სხვადასხვა კულტურის ხალხთა შორის კავშირის დამყარების შესანიშნავი გზა. ეს ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა, რაც უამრავი ცივილიზაციის კულტურისა და ისტორიის განუყოფელ ნაწილს ქმნიდა“ – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა დირექტორმა.
მიხაელ მიოლერმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სიმბოლოების გაერო-ს ეზოში არსებობა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.
„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აქ განთავსება შეგვახსენებს წევრი ქვეყნების განსხვავებული კულტურული ასპექტების შესახებ და ეს ჩვენი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს შესანიშნავი საჩუქარია და ძალიან მოხარულები ვართ“ – განაცხადა მიხაელ მიოლერმა.
ქართული მეღვინეობის მნიშვნელობის აღიარებას წარმოადგენს
01/03/2016