ქართული კომპანიებისთვის ევროკავშირის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვების ბაზარი გაიხსნა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის სხდომის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. წლის განმავლობაში, ევროკავშირში დაახლოებით 250,000-ზე მეტი საჯარო შემსყიდველი ორი ტრილიონი ევროს ღირებულების პროდუქციას იძენს, ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართულ კომპანიებს ამ ბაზარზე სრულფასოვანი წვდომის შესაძლებლობა გაუჩნდათ. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულების სრულყოფილად შესრულების შედეგია.
“ვფიქრობთ, რომ ქართული კომპანიებისთვის ეს იქნება ახალი სტიმული. ამავე დროს, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის კუთხით,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ ბიზნესს უფლება ექნება, მიიღოს მონაწილეობა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში და ამ ბაზარზე გაუწიონ ღია და სამართლიანი კონკურენცია მსოფლიოს სხვა მიმწოდებლებს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://ted.europa.eu/TED/browse/browseByMap.do