გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსთან ანდრო ასლანიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ დვაბზუში “ასკანგელ ალიანსის” ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა.
“ასკანგელ ალიანსის” ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია გურიის რეგიონიდან. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში წარმოებული ნედლეული ფართოდ გამოიყენება როგორც საქართველოში, ასევე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში“-აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა. ქართული ბენტონიტური თიხა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. იგი გამოიყენება მანქანათმშენებლობაში, ღვინის ფილტრაციისთვის და ნავთობის მოპოვებაში. საწარმოში 130 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მაცხოვრებელია.
ქართული ბენტონიტური თიხა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში
08/02/2023