ქართველ სტუდენტებს, რომელთაც გერმანიაში დროზე ადრე დაბრუნება სურთ, მთავრობა ჩარტერულ რეისს სთავაზობს – ამის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისაუბრა.
ნათია თურნავას ინფორმაციით, სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით მთავრობამ ორი დღის წინ კიდევ ერთი, ე.წ. სოციალური ჩარტერი დაამტკიცა.
„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ არის ქართველი სტუდენტების გარკვეული რაოდენობა, რომელთაც გერმანიაში სურთ ჩასვლა იმის გამო, რომ აქვთ დასაქმების კონტრაქტები. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და მთავრობამ ორიოდე დღის წინ დაამტკიცა კიდევ ერთი ე.წ. სოციალური ჩარტერი, ანუ სუბსიდირებადი ფრენა – თბილისი-ბერლინი-თბილისი. შესაბამისად, ჩვენ გავითვალისწინეთ მათი თხოვნა“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავა სტუდენტებს მოუწოდებს, რეისზე ბილეთების შეძენის მიზნით დროულად მიმართონ სსიპ „ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს“.