„ვგულშემატკივრობთ საქართველოს ნაკრებს“ აქციას ზესტაფონიც შეუერთდა. ქართველ ოლიმპიელთა მხარდასაჭერად გულშემატკივართა კლუბი ბარ – რესტორან „ბუღა“ – ში შეიკრიბა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, მოადგილე გერონტი დევდარიანი, კულტურის სამსახურის, სპორტული დაწესებულებების წარმომადგენლები და სპორტსმენები ესწრებოდნენ. გულშემატკივართა კლუბები იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით შეიქმნა, რაც ქომაგებს შესაძლებლობას მისცემს სპორტულ გარემოში ერთად დაუჭირონ მხარი ქართველ ოლიმპიელებს. რიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 40 სპორტსმენით ასპარეზობს.
ქართველ ოლიმპიელთა მხარდასაჭერად გულშემატკივართა კლუბი ზესტაფონშიც შეიკრიბა
06/08/2016