საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა თბილისელ და სრულიად საქართველოში მცხოვრებ დედებს დედის დღე მიულოცეს.
დედის დღესთან დაკავშირებით, ეროვნული გვარდიის სახემდრო საჩვენებელმა ორკესტრმა თბილისელ დედებს საჩუქარი გაუკეთა. სამხედრო ორკესტრის ბენდმა ევროპის მოედანზე ქალბატონებისთვის კონცერტი გამართა და სხვადასხვა ცნობილი კომპოზიციები შეასრულა. მუსიკის ფონზე მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის ჯარისკაცებმა კონცერტის მსმენელ და მოსეირნე ქალბატონებს ყვავილების თაიგულები გადასცეს.
ყველა დედას ვულოცავ დღევანდელ დღეს, განსაკუთრებით კი ჩემს დედიკოს. ქალს აქვს იმის ბედნიერება რომ გახდეს დედა და ეს ძალიან მიხარია,“ – განაცხადა მარიკა ჟორდანიამ.
ქართველმა ჯარისკაცებმა თბილისელ ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს
03/03/2016