ქართველმა მოსწავლემ ქიმიის ოლიმპიადაზე მედალი მოიპოვა

31/07/2016

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და მთავრობის სხვა წევრები, ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალს დაესწრნენ და ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოსა და სხვადასხვა ტურებში გამარჯვებული მონაწილეები დააჯილდოეს.

მნიშვნელოვანია, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში საქართველოს ნაკრები გუნდის წევრმა, ვ. კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ საბა თავდგირიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადა ქიმიაში პირველად ჩატარდა. „ოლიმპიადა 2016“ საზეიმოდ 23 ივლისს გაიხსნა და მასში საქართველოს 75 – მდე ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. სტუმრებს შორის, გარდა უცხოელი მოსწავლეებისა, საქართველოში სტუმრად ჩამოვიდნენ მენტორები, მთავარი მენტორები თუ სამეცნიერო დამკვირვებლები, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცა მსოფლიოს საქართველო, მისი კულტურა და მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა ეჩვენებინა.

ოლიმპიადის არსებობის ისტორიაში, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც საქართველო მსგავსი მნიშვნელობის ღონისძიებას მასპინძლობდა. ასეთი შესაძლებლობა არა მხოლოდ საქართველოს, სხვა ქვეყანებსაც ათეულობით წლების განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ თუ ეძლევა – რომელ ქვეყანაში ჩატარდება მომდევნო წლების ოლიმპიადა, 2021 წლამდე პორგრამა უკვე გაწერილია.

ოლიმპიადის მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველყოფისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკის, საგარეო, შინაგან საქმეთა სამინისტროებთან და ტურიზმის დეპარტამენტთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0