ქალთა რეგიონული ტურნირი ნარდში გაიმართა

06/03/2016

ქალაქ ოზურგეთში გურიის ნარდის ფედერაციის ოფისში, ქალთა დღისადმი მიძღვნილი რეგიონული ტურნირი მოკლე ნარდში გაიმართა, რომელშიც ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან 32 ქალი მონარდე მონაწილეობდა.
ტურნირის საზეიმო გახსნის ცერემონიალს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე დაესწრო. გია სალუქვაძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და ტურნირში მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
ქალთა შორის შეჯიბრება შვეიცარული სისტემით გაიმართა. ფინალში ერთმანეთს ოზურგეთელი მზია ცეცხლაძე და თამარ ჩიგოგიძე დაუპირისპირდნენ. ჩემპიონის ტიტული მზია ცეცხლაძემ მოიპოვა და სპეციალურ თასს დაეუფლა.
აღნიშნული ტურნირის დასასრულს საზეიმო დაჯილდოება გაიმართა, სადაც გუბერნატორმა გამარჯვებულს და პრიზიორებს სპეციალური მედლები, დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცა.
რეგიონული ტურნირი მოკლე ნარდში გურიის ნარდის ფედერაციის ორგანიზებით, გუბერნიისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0