ქალთა ოთახის კოორდინატორმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა

02/06/2016

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახის კოორდინატორმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა.
ქალთა ოთახი ბოლნისის მუნიციპალიტეტში, როგორც ახალი მუნიციპალური სერვისი, 2015 წლის აპრილში შეიქმნა. განისაზღვრა მისი მთავარი ფუნქცია-ქალებისთვის სასარგებლო და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და ხელსაყრელი გარემოს შექმნა, რათა მათ ჰქონდეთ გაუმჯობესებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, როგორც საგანმანათლებლო, ისე პროფესიული და ეკონომიკური კუთხით . ცნობიერების ამაღლების მიზნით დამფუძნებელი დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით 2015-21016 წლის განმავლობაში ჩატარდა 29 აქტივობა: ტრენინგები, საინფორმაციო შეხვედრები , სემინარები.
,,ბოლნისის ქალთა ოთახის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში, მონაწილეობა მიიღო 160 მსმენელმა. ასევე ქალთა ოთახის საქმიანობამ გამოიწვია დიდი ინტერესი ადგილობრივ მოსახლეობაში. ხშირია სტუმრობა და შეთავაზებული სერვისებით დაინტერესება. საანგარიშო წლის განმავლობაში 300 ვიზიტორმა ისარგებლა 490 სერვისით”,- აღნიშნა შეხვედრაზე თინათინ ფრუიძემ.
ქალთა ოთახში 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ინგლისური ენისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო შემსწავლელი კურსები, რომელიც წარმატებით გაიარა 25 მსმენელმა.
ქალთა ოთახის ანგარიშს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი ესწრებოდა, რომელმაც ადგილობრივ კოორდინატორთან ერთად წარმატებულ მსმენელებს სერთიფიკატები გადასცა.
,,ქალთა ოთახი მუნიციპალიტეტის გამგეობაში ერთი წელია რაც ფუნქციონირებს და 29-ზე მეტი პროექტი განხორციელდა, რაც მიმაჩნია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქალბატონების ჩართულობისთვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალშიც ეს მუშაობა აქტიურად უნდა გავაგრძელოთ და კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროექტი შევთავაზოთ ჩვენს ქალბატონებს”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0