ქალაქ ხაშურში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სანიაღვრე არხის მოწყობის პროექტი ხორციელდება

29/05/2019

ქალაქ ხაშურში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სანიაღვრე არხის მოწყობის პროექტი ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა, ეკონომიკის სამსახურის უფროსმა სერგო ლალიაშვილმა და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა გიორგი პაპიაშვილმა. მათი განმარტებით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს დაბა სურამში, პუშკინის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა. ღონისძიებები შესაძლო სტიქიის პრევენციისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. მთლიანად პროექტის ჯამური ღირებულება 49 282 ლარს შეადგენს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0