ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ საზოგადოებას დღეს 2016 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. შემაჯამებელ პრეზენტაციას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ბეგლარ სიორიძემ საზოგადოებას ქალაქის მერიის ყველა სამსახურის მიერ ერთი წლის მანძილზე გაწეული საქმიანობა დეტალურად გააცნო და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ვრცლად ისაუბრა. მერის ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და კულტურულ პროექტებს დაეთმო. შეხვედრის დასასრულს ბეგლარ სიორიძემ კოორდინირებული და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა მთავრობას, ოზურგეთის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს ზვიად კვაჭანტირაძეს, გურიის გუბერნატორს გია სალუქვაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს გელა კობალაძეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს მერაბ ჭანუყვაძეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას, ვიცე-მერს ალეკო ბურჭულაძეს, მერის მოადგილეს კობა დუნდუას და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თითოეულ თანამშრომელს. საანგარიშო პრეზენტაცია ქალაქ ოზურგეთის პროფესიულ კოლეჯ ”ჰორიზონტის” სააქტო დარბაზში გაიმართა.
ქალაქ ოზურგეთის მერმა შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა
01/11/2016