ქალაქ მცხეთაში, რიგით მეექვსე ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი გაიხსნა. ახლად აშენებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 60 ბავშვზეა გათვილილი. ბაღის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. სამუშოებისთვის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 700,5 ათ ას ლარზე მეტი გამოიყო. დაწესებულება უზრუველყოფილია შესაბამისი ინვენტარით, სასმელი წყლით, გაზის სისტემით, ცენტრალური გათბობით, საძინებელი და გასართობი ოთახებით, სველი წერტილებით. კეთილმოეწყო შიდა ეზოც. სკლამდელი აღზრდის დაწესებულებაში 20-მდე ადგილობრივი დასაქმდა. ღონიძიებას, ბაგა-ბაღის თანამშრომლებთან და მოსახლეობასთან ერთად, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, ქალაქ მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე გურამ ამირიძე, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მარინა ზურაბიშვილი დაესწრნენ.
ქალაქ მცხეთაში ახალი ბაგა-ბაღი გაიხსნა
21/11/2016