საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის “მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში, ქალაქ ლანჩხუთის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „საბა“-ს დირექტორმა, არჩილ ხაბურძანიამ. პროექტის მიხედვით, ქალაქ ლანჩხუთის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, მოეწყობა ახალი ჭაბურღილები და სატუმბო სადგური. რეაბილიტირდება არსებული საქლორატორო. გარდა ამისა, დანაკარგების აღმოფხვრის მიზნით მოეწყობა 22კმ-მდე წყალმომარაგების ქსელი და 11,5 კმ მაგისტრალური მილი. დამატებით რეაბილიტირდება 1,5კ მ-მდე არსებული მაგისტრალური მილი. სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 36 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. პროექტის დასრულების შედეგად, ქალაქ ლანჩხუთის მოსახლეობა, 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
ქალაქ ლანჩხუთის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა
09/12/2022