ქალაქ ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

24/06/2020

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ზუგდიდში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს. უკვე დასრულდა 2 ქუჩის რეაბილიტაცია, სამუშაოები პარალელურ რეჟიმში 9 ქუჩაზე მიმდინარეობს და კიდევ იგეგმება 36 ქუჩის რეაბილიტაცია. ზუგდიდის ქუჩების საავტომობილო გზის მონაკვეთები იმდენად ამორტიზებულია, რომ ფაქტობრივად აღარ არსებობს საავტომობილო გზის საფარი. ქუჩებზე გადაადგილება სირთულეებს ქმნის როგორც უნალექო ამინდში დამტვერიანების გამო, ისე ნალექიანი ამინდების დროს, როდესაც მათზე გადაადგილება განსაკუთრებით რთულდება. პრობლემის მოსაგვარებლად ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და საინიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებების, მოეწყობა ადგილობრივი და ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში ჯამში 47 ქუჩაზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. მათ შორის, რებილიტირდება ზუგდიდის ცენტრალური – შოთა რუსთაველის, სოხუმისა და აღმაშენებელის ქუჩები. ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაციის ეტაპობრივად, წლის ბოლომდე დასრულდება. ქუჩების რეაბილიტაციას 52 მილიონ ლარამდე მოხმარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0