ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის საპროექტო განყოფილების უფროსთან, ნუგზარ ბოლქვაძესთან ერთად ცენტრში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.
ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სკვერში ფილაქ ფილაქანი თითქმის დაგებულია. პარალელურად ფილაქანი იგება ცენტრალურ სკვერშიაც, სადაც ასევე ეწყობა სამი მოედანი საბავშვო ატრაქციონებისთვის.
ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სკვერში გათვალისწინებულია შადრევანის დამონტაჟება.
გამგებელმა მშენებლებს რამდენიმე სახის შენიშვნა მისცა და ხარვეზების დროული აღმოფხვრისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი გარდამავალია (2016-2017 წლებს მოიცავს). მისი ღირებულებაა 708 888 ლარი. სამუშაოებს შპს “სამკუთხედი” ასრულებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქში არსებული ყველა სკვერის რეალიბიტაცია, ტროტუარების კეთილმოწყობა, ბორდიურების გაკეთება, ასევე დაგეგმილია გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბინების უკან სანიაღვრე არხის მოწყობა და აღნიშნული ქუჩის მოასფალტება,
პროექტის მიხედვით ქალაქის ცენტრში მდებარე მაღაზიების წინ, ცენტრალურ პარკთან უკვე მოეწყო ავტოსადგომი.
ქალაქის ცენტრში სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს
30/05/2016