ზესტაფონში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს

16/11/2017

ინფრასტრუქტურულ პროექტთა შორის, გზების, სკვერებისა და საფეხბურთო მოედნების კეთილმოწყობის გარდა, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს. ზაქარიაძის ქუჩაზე ორი კორპუსის ფასადი მოწესრიგდება და შეიღებება. N2 და N 24 – ში მდებარე სახლების ფასადების აღდგენა უკვე დაიწყო. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 83 000 ლარია. გამგეობის დაკვეთით პროექტზე შპს „აკაია“ მუშაობს. გარდა აღნიშნულისა, დაგეგმილია ასევე სტაროსელსკისა და ჭანტურიას დამაკავშირებელი გვირაბის რეაბილიტაციაც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0