ფცა-ღოღეთის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

29/11/2019

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთის მაცხოვრებლებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი და ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებთან ის საკითხები განიხილეს, რაც ქარელის მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულია. ასევე, იმსჯელეს მომავალი წლის გეგმებზეც. რწმუნებულმა ფცა-ღოღეთის დამაკავშირებელი ახლადრეაბილიტირებული გზაც დაათვალიერა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან დაფინანსდა და ჯამში, 2 300 000 ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში, გარდა საავტომობილო გზისა, სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოებიც განხორციელდა. განახლებული ინფრასტრუქტურით 500-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს. სოფელ ღოღეთში დასრულდა სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც. სოფლის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა მინი სტადიონს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0