30 სექტემბერს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონს, ორი ახალი საწარმო შეემატა. მათი გახსნა განსაკუთრებით იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ორივე თითქმის დაცლილ მაღალმთიან ისტორიულ თემებში – ფშავში და ხევსურეთში განხორციელდა. ბარისახოს საწარმოში დეკას ჩაის გადამუშავება მოხდება, ხოლო მაღაროსკარში კი ფშაური თაფლის წარმოება. საერთაშორისო ორგანიზაციების,“ ოქსფამისა“ და „ენპარდის“ მიერ მხარდაჭერილ პროექტებს რეგიონში მოქმედი „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს „ კოორდინაციით შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს როგორც სახელმწიფო სტრუქტურებმა ისე არასამთავრობო ორგანიზაციებმა. გახსნას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა არაბული და რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა გივიშვილი.
ფშავში და ხევსურეთში ორი ახალი საწარმო გაიხსნა
30/09/2016