ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის, გზა გაწმენდილია ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 37-ე კმ-მდე და პარალელურ რეჟიმში, გაწმენდითი სამუშაოები ომალოს მხრიდანაც იწყება. შეგახსენებთ, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე, გაწმენდითი სამუშაოები წელს, რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ აპრილის თვეში უხვი ნალექის გამო 15 აპრილს დაიწყო. ამასთანავე, გზის 22-ე და 25-ე კილომეტრებზე ჩამოსული იყო დიდი ზომის ლოდები, ასევე აღნიშნული გზის 56-ე კმ-ის ზემოთ ჯერ ისევ თოვლია. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები წინა წლებში არ დაფიქსირებულა, რამაც სამუშაოები დროებით შეაფერხა. თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება მაისის ბოლომდე აღდგება.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
07/05/2019