ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებზე 24 საათიანი მონიტორინგი გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით მაჭარაშვილმა დღეს ჯანდაცვის სამინისტროში შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა და პირველადი შედეგები გამოაქვენა: 5 აგისტოდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად დარღვევები დაფიქსირდა 30 შემთხვევაში, კერძოდ, გამოვლენილია:
• ურეცეპტოდ ფსიქოტროპული მედიკამენტის გაცემის 13 ფაქტი;
• აღურიცხავი ფსიქოტროპული მედიკამენტების არსებობის 5 ფაქტი;
• მეორე ჯგუფის მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის 11 ფაქტი;
• აფთიაქის მხრიდან უნებართვო საქმიანობის განხორციელების ერთი ფაქტი;
ახალი რეგულაციით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, დადგა 13 ფარმაცევტის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. ამავე პერიოდში ფუნქციონირება შეაჩერა 17-მა ავტორიზებულმა აფთიაქმა.
რეგულირების სააგენტოს სპეციალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ კონტროლის ღონისძიებებს.
ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებზე 24 საათიანი მონიტორინგი გრძელდება
18/08/2016