ფრეზეთის დევნილთა ჩასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. ორმოცდაათ პატარაზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულება საზეიმო ვითარებაში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლება გახსნეს. ფრეზეთის დევნილთა დასახლებას ამ დრომდე საბავშვო ბაღის საკუთარი შენობა არ გააჩნდა.შენობა ერთ სართულიანია და ის აღჭურვილია ყველა იმ საჭირო ინვენტარით, რაც საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ესაჭიროებათ. აღნიშნული დაწესებულების მშენებლობის დაფინანსება განხორციელდა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან,ასევე მშენებლობაში მონაწილეობა მიიღეს იაპონიის საელჩომ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ.შენობა ინვენტარით აღჭურვა დანიის ლტოლვილთა საბჭომ.
ახლად აშენებული საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიალს მცხეთა- მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შესრულებელი მანანა ნარიმანიძე, დანიის დევნილთა საბჭოს წარმომადგენლები, დევნილთა და ეკოემიგრანტთა საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი-ბესარიონ სიმონიშვილი,მოადგილე – გიორგი მანჯავიძე, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი და ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილი ესწრებოდნენ.
„ფრეზეთის დევნილთა ჩასახლებაში წლების განმავლობაში პატარები კოტეჯში სწავლობდნენ,დღეს კი თქვენ ხედავთ ახალ ევროპული სტანდარტების შენობას,სადაც ბავშვებს ყველა პირობა დახვდებათ იმისთვის,რაც საჭიროა მათი განვითარებისთვის,“-განაცხადა მანანა ნარიმანიძემ.