ფრაქციის „რესპუბლიკელები“ წევრებმა თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართეს

28/11/2016

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „რესპუბლიკელები“ ინიციატივით ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელთან გიორგი ბაიდარაშვილთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
გიორგი ბაიდარაშვილმა ფრაქციის წარმომადგენლებს ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები, ასევე მუშაობის სპეციფიკა გააცნო.
შეხვედრაზე, რომელიც კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ფონდის ხელმძღვანელმა პასუხი მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე დასმულ კითხვებს გასცა.
სამუშაო შეხვედრას საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ალექსანდრე ელისაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის „ტფილისის ჰამქარი“ ხელმძღვანელი ცირა ელისაშვილი ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0