ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელები” მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდნენ

25/01/2016

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” წევრებისა და თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო სულხანიშვილის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ფრაქციის წევრებს დედაქალაქში გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ნინო სულხანიშვილის განცხადებით, გამწვანების საქალაქო სამსახურის სტრატეგიიდან და დამტკიცებული ბიუჯეტიდან გამომდინარე, მათი პრიორიტეტი დედაქალაქის მწვანე საფარის შენარჩუნება და განვითარებაა.
შეხვედრაზე ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა დედაქალაქის მწვანე ნარგავების მოსარწყავად საჭირო ტექნიკური წყლის სტანდარტისა და ქალაქის მასშტაბით არსებული გამხმარი და დაავადებული ხეების საკითხებზეც ისაუბრა.
ნინო სულხანიშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებით მომზადებული ნარჩენების მართვის კოდექსი, რომლის დანერგვაც ნარჩენების ეფექტურად მართვისა და ხელახალი გამოყენების ზრდას უწყობს ხელს.
შეხვედრის დასასრულს, საკრებულოს ფრაქციის “ქართული ოცნება-რესპუბლიკელები” წევრებმა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურთან საკანონმდებლო დონეზე თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0