ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდნენ

28/09/2017

სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან ვიგენინმა საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა.
ევროპელმა სტუმარმა პირველ შეხვედრაზე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრების, ადა მარშანიასა და ნატო ჩხეიძისგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინა.
„ჩვენი მთავარი წუხილია ის ორი კონფლიქტი, რომელიც ქვეყანაში გვაქვს და ეუთოსგან, რომელიც ძლიერ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს, ველით ამ საკითხებში მხრდაჭერას და ხელშეწყობას. შეხვედრაზე საარჩევნო სისტემა მიმოვიხილეთ, რომელიც უკვე რამდენიმე წელია არ სწორდება. სტუმარს დეტალურად გავაცანი ჩვენი ფრაქციის პოზიცია და პუნქტობრივად ვისაუბრეთ ჩვენ ინიციატივებზე. შეხვედრაზე ახლად მიღებულ კონსტიტუციასაც შევეხეთ“, – განაცხადა ადა მარშანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0