ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გურიაში ოფიციალურად გაიხსნა

01/09/2016

დღეს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალთან დაკავშირებით, გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ბეგლარ სიორიძემ პრესკონფერენცია გამართეს. მათ მედიის წარმომადგენლებს გააცნეს ფესტივალის დეტალები. ფესტივალზე მოეწყო კოოპერატივების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა; საინფორმაციო ბუკლეტები ჰქონდა წარმოდგენილი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გურიის ბიუროს.
დღეს ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. მასში მონაწილეობდნენ: ანსამბლი ,,შვიდკაცა“, ანსამბლი ,,ვახტანგური“, ანსამბლი ,,შემოქმედი“, ანსამბლი ,,იადონი“, გოგონათა ანსამბლი ,,რეხეული“, ანსამბლი ,,ამაღლება“, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,გურია“, ანსამბლი ,,აცაურა“, ანსამბლი ,,მხედრები“, ტრიო ,,ხელხვავი“.
ფესტივალი წელს პირველად ,,Check in Georgia”-ს ფარგლებში ტარდება. იგი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ,,Black Sea Arena“-ს მხარდაჭერით იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0