ფოთში, ყირგიზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა

21/03/2023

ფოთში, ყირგიზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან და ქალაქ ფოთის მერთან ერთად დაესწრო. სახელმწიფო რწმუნებული, ყირგიზეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაირატ ოსმონალიევს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს.

„შევხვდით და ვესაუბრეთ ბატონ ელჩს, ჩვენ ერთობლივად ვგეგმავთ სამომავლოდ უფრო მჭიდრო ურთიერთობის გაგრძელებას და თანამშრომლობას. ფოთში საკონსულოს გახსნა კიდევ ერთი ხაზგასმაა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების“ – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

საკონსულოს გახსნას ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის ისტორიული ფაქტი უწოდა ყირგიზეთის ელჩმა, კაირატ ოსმონალიევმა: „ჩვენ დავიწყეთ რეალიზაცია არსებული პოტენციალის – ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული მიმართულებებით. ამ მხრივ უფრო აქტიურად ვთანამშრომლობთ რისი ნათელი მაგალითიცაა საკონსულოს გახსნა. საქართველო არის დიდი სატრანსპორტო ჰაბი. იცით, რომ ყირგიზეთს აქვს სარკინიგზო ხაზი ჩინეთთან, რომელიც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებსაც და ახალ სატრანსპორტო კორიდორს გვიხსნის, რომელიც ჩინეთიდან ყირგიზეთის, თურქმენეთს, უზბეკეთს, აზერბაიჯანის გავლით საქართველოში შემოდის და ამ სატრანსპორტო კვანძში ფოთს უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავს.“
ყირგიზეთის საკონსულო ფოთში პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0