ქალაქ ფოთში მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტების რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება.სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ბერძელქვა-20” აწარმოებს და მისი ღირებულება 110 ათას 647 ლარს შეადგენს. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქალაქის მერი კლდიაშვილის ქუჩა N 88 და მემედ აბაშიძის ქუჩა N14 კორპუსებში გაეცნო.
პროექტის მიხედვით ,პირველ ეტაპზე ლიფტების სამონტაჟო სამუშაოები 15 მრავალსართულიან კორპუსში განხორციელდება. იგი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები შემდეგ წელსაც გაგრძელდება.
ფოთში მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს
23/08/2016