ფოთში, მდინარე რიონში ხიდიდან გადავარდნილი მოზარდის სამძებრო სამუშაოებისთვის სპეციალური შტაბი შეიქმნა

30/01/2019

ფოთში, მდინარე რიონში ხიდიდან გადავარდნილი მოზარდის სამძებრო სამუშაოებისთვის სპეციალური შტაბი შეიქმნა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად ყველა შესაბამისი უწყება გაერთიანდა.
სამძებრო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეც-ტექნიკაც, რომელიც წყლის ქვეშ სპეციალური აპარატით აწარმოებს სამძებრო ღონისძიებებს. ასევე მიღებულია ზომები იმისთვის, რომ დაწეულიყო მდინარეში წყლის დონე, რათა მაშველებს გაუადვილდეთ მუშაობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0