ფოთში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტს „პეის ჯგუფი“ ახორციელებს

07/11/2019

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენები, დღეს ფოთის პორტში ,,პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობას გაეცნენ, ღრმაწყლოვანი ტერმინალის პროექტი ამერიკული ინვესტიციით ხორციელდება.
კონგრესმენებს, ადამ კინზინგერს და ალექსანდერ მუნიმს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ღრმაწყლოვანი ნავმისადგომის ტერიტორია დაათვალიერებინა, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. კონგრესმენებმა ფოთის პორტის პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და აქცენტი ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელობაზე გააკეთეს. ისინი საქართველოში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) ფარგლებში იმყოფებიან.
ფოთში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტს „პეის ჯგუფი“ ახორციელებს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. პროექტი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა. აღსანიშნავია, რომ თავისი სიდიდიდან და პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეს არის OPIC – ის მიერ, საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე დიდი დაფინანსება.
ახალი საპორტო ინფრასტრუქტურა განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე, მშენებლობის ფარგლებში აკვატორიის დაღრმავების შედეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება. რაც ტვირთბრუნვის 5 მილიონ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას იძლევა. პროექტის ღირებულებაა 120 მლნ. აშშ დოლარია. მისი პირველი ფაზის ღირებულება 93 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 50 მლნ აშშ დოლარი OPIC – ის ინვესტიციაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0