ფოთი საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს მასპინძლობსალბომებიფოთი საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს მასპინძლობს
16 ფოტო · Updated 2 საათის წინ
ქალაქ ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი გაიხსნა , რომელიც ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელს მე-12 იმართება. მასში 13 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე ასპარეზობს. ფესტივალის გახსნას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი ლევან ჩოჩია და მერის მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლია დაესწრო. ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 10 სხვადასხვა ტურნირი გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორი და ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი. ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი 22 ივლისს საზეიმო ვითარებაში დაიხურება.
ფოთი საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს მასპინძლობს

Friday July 14th, 2017