ფოთის მუნიციპალიტეტში ავტოპარკის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

11/12/2020

ფოთის მუნიციპალიტეტში ავტოპარკის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა, პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა ფოთის მერთან გოჩა კურდღელიასთან ერთად გაეცნო. სრული ინფრასტრუქტურით აღჭურვილი პარკი არსებულ ტრანსპორტთან ერთად, იმ 10 ახალ ავტობუსს მოემსახურება, რომელსაც ქალაქი “საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის“ ფარგლებში მიიღებს. ახალი ავტოპარკის მშენებლობა და 10 ახალი ავტობუსის შემოყვანა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს და ფოთელებისთვის ქალაქში გადაადგილებას მეტად კომფორტულს გახდის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0