ფოთის მერიასა და ტექნოპარკს შორის მემორანდუმი გაფორმდა

13/03/2017

ქალაქ ფოთის მერიასა და სსიპ – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა,რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში , მხარეები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებენ თანამშრომლობას,კერძოდ , სააგენტო უზრუნველყოფს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში სტარტაპების გენერირებისა და ციფრული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განხორციელებას; სააგენტოს მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და პროექტებში ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას, ქალაქის პოპულარიზაციის მიზნით, ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივების ხელშეწყობას. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ქალაქ ფოთის ვიცე-მერმა ლევან ჩოჩიამ და სსიპ – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ავთანდილ კასრაძემ მოაწერეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0