ფისკალური რისკების მართვის საკითხებს სამდღიანი სამუშაო შეხვედრა ეძღვნება

27/09/2017

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საკითხთა დეპარტამენტის ორგანიზებითა და იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გაიხსნა სამდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელიც ეძღვნება ფისკალური რისკების მართვის საკითხებს.
დღევანდელ სესიაზე „საქართველოს ფისკალური გამჭვირვალობის შეფასების“ პრეზენტაციები გააკეთეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა, ტორბენ ჰანსენმა.
სესიას დაესწრო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი, რომელიც საქართველოში იმყოფება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0