სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) რეგიონული პროგრამის, „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების ხელშეწყობა“ მხარდაჭერით, გაიმართა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ კანონის რეგულირების გავლენის შეფასების საჯარო განხილვა.
შეფასების მიზანს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის პროცესის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა. შეფასებისას, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კანონის მოთხოვნების შესაბამისობის დადგენას გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებთან და პრინციპებთან.
შეფასება ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომლების, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფისა (PMCG) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსულტანტების მიერ განხორციელდა. სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმების დანერგვას საბიუჯეტო დაწესებულებებში.
ღონისძიებას დაესწრნენ საჯარო ფინანსების მართვის და საჯარო მმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, დარგობრივი სამინისტროების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის პროცესის შეფასება გაიმართა
21/01/2019