ფინანსთა სამინისტრო სამსახურებრივ ავტომობილებს ოჯახის ექიმების გამოძახებებისთვის გადაამისამართებს

22/01/2016

პირველადი ჯანდაცვის საგანგებო რეჟიმზე გადასვლის გამო, ფინანსთა სამინისტრო სამსახურებრივ ავტომობილებს ოჯახის ექიმების გამოძახებებისთვის გადაამისამართებს.
“პირველადი ჯანდაცვის საგანგებო რეჟიმზე გადასვლის გამო, ფინანსთა სამინისტროს მუდმივი კომუნიკაცია აქვს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.
ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტრო მზადაა, სამინისტროს სისტემაში არსებული სამსახურებრივი ავტომობილები, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოჯახის ექიმების გამოძახებებისთვის”, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0