ფინანსთა მინისტრის რანგში დიმიტრი ქუმსიშვილმა პირველი სამუშაო შეხვედრა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან გამართა

28/11/2016

ფინანსთა მინისტრის რანგში დიმიტრი ქუმსიშვილმა პირველი სამუშაო შეხვედრა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან გამართა.
უწყების ახალი ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილეებსა და დეპარტამენტის უფროსებს ოფიციალურად ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა წარუდგინა.
მან კოლეგებს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და დიმიტრი ქუმსიშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ნოდარ ხადურს უწყების ხელმძღვანელობისთვის და განაცხადა, მისთვის მნიშვნელოვანია, ჩაიბაროს ისეთი საპასუხისმგებლო ორგანიზაცია, როგორიც ფინანსთა სამინისტროა.
„დღეს, ჩემი პირველი სამუშაო დღეა ფინანსთა სამინისტროში. ძალიან მნიშვნელოვან პროცესს ვიწყებთ. ხვალ, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს წარვადგენთ მთავრობაში, შემდგომ – საქართველოს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ფინანსთა სამინისტრო, როგორც მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, გავლენას იქონიებს ქვეყნის სწრაფი განვითარების მიმართულებით, რისთვისაც ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0