ფინანსთა მინისტრის მოადგილე აზიის საინვესტიციო ბანკის შეხვედრას ესწრება

29/01/2016

29-30 იანვარს, ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა სტამბულში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წევრი ქვეყნების ერთ-ერთი ჯგუფის (Constituency Group) შეხვედრას ესწრება. ბანკის პოტენციურ წევრად განიხილება საქართველოც.
აღნიშნულ შეხვედრა მიეძღვნება ჯგუფის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ჯგუფში მონაწილე ქვეყნების მიერ აზიის ინფრასტრუქტურის განვითარების ბანკის მართვაში მონაწილეობის ფორმებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0