ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2016” პოლონეთის თეატრმა დახურა

07/07/2016

ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2016’’ პოლონეთის ქალაქ ტორუნის მუსიკალური თეატრის სპექტაკლით დაიხურა. წარმოდგენას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე პოლონეთის დელეგაციასთან ერთად დაესწრო. აღნიშნული თეატრი ფესტივალს წელს პირველად შეუერთდა და საერთაშორისო მასშტაბი შესძინა.

სპეციალური ჟიური 12 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს. დასკვნითი ღონისძიება 7 ივლისს, 18:00 საათზე ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში შედგება.

იმერეთის რეგიონში “თეატრალური იმერეთი” უკვე მეშვიდედ, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალის ფარგლებში წელს 18 სპექტაკლი იყო წარმოდგენილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0